მოყვარული ასტროფოტოგრაფების გამოფენა: "მზე, მთვარე და ცისკიდური"

  • 2020-06-15 17:00:59

მოგესალმებით მეგობრებო!

საქართველოს ასტრონომიის კლუბი და ფირმა Celestron-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში Planetarium/პლანეტარიუმი აწყობენ ასტროფოტოგრაფების გამოფენას მზე, მთვარე და ცისკიდური. წლევანდელი გამოფენა ითვალისწინებს სოლიდურ პრიზებს!!

პირველი საპრიზო ადგილი:
ტელესკოპი NexStar 4SE + T-adapter-Mak; Canon EOS T-Ring;T-adapter-C5,6,7,8,9.25,11,14;

მეორე და მესამე საპრიზო ადგილები:
მთვარის ფილტრები და 10% ფასდაკლება პლანეტარიუმის ონლაინ მაღაზიაში
PLANETARIUM.GE და ასევე ონლაინ Facebook დან Planetarium/პლანეტარიუმი ნებისმიერ ნივთზე და ასევე შეკვეთაზეც.

გთხოვთყურადღებით გაეცნოთ გამოფენაში მონაწილეობის პირობებს ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1HdHhTGcApqSp4WUkEnhHU52grK2mZIkw/view?usp=sharing

პროფესიონალი ასტროფოტოგრაფების საყურადღებოდ! თუ სურვილი გაქვთ, რომ თქვენი სურათები კონკურსგარეშე გამოიფინოს, გთხოვთ მოგვმართოთ სივრცის გამოყოფის მიზნით და სხვა პირობებთან დაკავშირებით. თუ თქვენ ისედაც გაგაჩნიათ ძვირადღირებული ფოტოგრაფიული ტექნიკა და გაქვთ ციური სხეულების გადაღების მრავალწლიანი გამოცდილება, გთხოვთ, ნუ შეეჯიბრებით დამწყებ მოყვარულებს! მიიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში! ან იყავით კომისიის წევრი.

გამოფენის ჩატარების ადგილს დავაზუსტებთ მოგვიანებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ ქვეყანაში გამწვავდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ღონისძიება შეიძლება გადაიდოს განუსაზღვრელი დროით. გისურვებთ წარმატებას!