ტელესკოპები

- ტელესკოპს რომელსაც (სარკები) ან (ლინზები) აქვს, ოპტიკური ტელესკოპი ეწოდება.
       - ასეთ ტელესკოპებს უფრო მეტი სინათლის შეკრება შეუძლია, ვიდრე ადამიანის თვალს.
       - დიდ ტელსკოპებში სინათლის სიგნალის გასაძლიერებლად სარკეებს იყენებენ,
          რაც უფროა დიდია სარკე, მით მეტის დანახვაა შესაძლებელი.
      -  იმისათვის რომ კოსმოსი დავაკვირდეთ და სამყარო უკეთ შევიცნოთ,
          ამისათვის აუცილებელია ტელესკოპი და კრიალა ცა, კრიალა და სუფთა ჰაერს ასევე დიდი
          მნიშვნელობა აქვს,  ობსერვატორიებისთვისაც, რადგან როცა ჰაერი არ არის გამჭირვალე უჭირთ დაკვირვება, 
          მაგალითად. (გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიამ) დაბინძურებული ჰაერის გამო სამჯერ შეიცვალა ადგილი.

 

რამდენი ტიპის ტელესკოპი არსებობს

ტელესკოპების  3 ტიპი არსებობს:   რეფრაქტორები,   რეფლექტორები და კატადიოპტრული ტელესკოპები.  (თუ არ ჩავთვლით რადიო ტელესკოპებს და მსგავს...) აქედან ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული   რეფრაქტორები  და   რეფლექტორებია

როგორია რეფრაქტორი ტელესკოპი

-რეფრაქტორ (ანუ სინათლის გარდამტეხ) ტელესკოპს აქვს ობიექტივის ამოზნექილი ლინზა ერთ ბოლოში და ოკულარი – მეორეში. როცა ადამიანების უმრავლესობა ტელესკოპს წარმოდგენს, ისინი სწორედ რეფრაქტორ ტელესკოპზე ფიქრობენ. პირველი ტელესკოპები რეფრაქტორები იყო. გალილეო სატურნის რგოლებსა და იუპიტერის მთვარეებზე დაკვირვება სწორედ ასეთი ტელესკოპით მოახდინა 1600-იან წლებში. რეფრაქტორები გამოსახულების უკეთეს კონტრასტს გვთავაზობენ ხოლმე, ვიდრე რეფლექტორები, თუმცა საუკეთესო რეფრაქტორები ძალიან ძვირიცაა.

როგორია რეფლექტორი ტელესკოპი

-რეფლექტორი (ანუ სინათლის ამრეკლი) ტელესკოპი არ იყენებს ობიექტივის ლინზას. მას აქვს ჩაზნექილი სარკე. რეფრაქტორი თუ გრძელი დახურული მილისგან შედგება, რეფლექტორი ერთი მხრიდან ღიაა. მას აქვს მთავარი სარკე და დამხმარე სარკე. ძირითადი სარკე აგზავნის სინათლის კონას მილის გავლით შედარებით პატარა დამხმარე სარკისკენ, რომელიც დაიჭერს ამ სინათლეს და ოკულარისკენ გააგზავნის, რომელიც მილის გვერდზეა მოთავსებული. რეფლექტორის უპირატესობა ისაა, რომ შედარებით უფრო იაფია მათი წარმოება და, შესაბამისად, უფრო იაფად იყიდება.

 

რას დავინახავ პირველად ტელესკოპით

პირველი რაც ცაზე ახედვისას თვალში მოგხვდებათ არის მთვარე. ყველაზე იაფფასიანი ტელესკოპითაც შესაძლებელია მთვარის ასობით კრატერის ხედით ტკბობა.

 -თუ ტელესკოპს არ მიადევნებთ მთვარეს, ის ნელ-ნელა ჩაივლის ობიექტივში და გაუჩინარდება. 
ამისათვის საჭიროა  starpointerit ვადევნოთ თვალი ობიექტს ,როცას ოდნავ შეიცვლის გრადუსს  ობიექტი starpointer_ის საშუალებით ისევ  შეძლებთ გასწორებას.

 

რას დავინახავ 10მმ -45 მაგი გადიდების მქონე სელესტრონის ტელესკოპით

45 მაგი  გადიდების ტელესკოპით პლანეტების ნახვაც შეიძლება. მერკურის და ვენერას ფაზების ცვლილება ( ჩვენი მთვარის მსგავსად ეს პლანეტებიც ფაზებს გადიან), მარსის გოგრისფერი დისკო, იუპიტერი თავისი 4 ძირითადი მთვარით, სატურნის რგოლები და ნათელი მთვარე – ტიტანი და ვარსკვლავების მსგავსად წერტილივით ოდნავ მბჟუტავი ურანი და ნეპტუნი.

    -გადიდების ძალის გაზრდის შემთხვევაში (თუ შესაბამის, ხარისხიან ოპტიკას იყენებთ) მარსის პოლარული ქუდების ნახვაც არის შესაძლებელი, ასევე იუპიტერის ენიგმატური წითელი ლაქის, სატურნის ცალკეული რგოლების და ურანის მოლურჯო-მწვანე დისკოს გარჩევა შეიძლება.   საკმარისად მძლავრი ტელესკოპით ქალაქის განათებიდან მოშორებული ადგილიდან ორმაგი ვარსკვლავების, ვარსკვლავური გროვების, ნისლეულების და ჩვენგან 2.2 სინათლის წლით დაშორებული ანდრომედას გალაქტიკის ნახვაც კი შეიძლება.

 

რას დავინახავ ტელესკოპით ?