მოგესალმებით მეგობრებო,
შპს პლანეტარიუმი გთავაზობთ, მსოფლიოში ტელესკოპების პირველი ბრენდის CELESTRON-ის ოფიციალურ პროდუქციას. CELESTRON-ის ოპტიკა გამოირჩევა გამძლეობით, მაღალი ხარისხითა და ერგონომიულობით.
სელესტრონის შესახებ
CELESTRON-ი მსოფლიოში ტელესკოპების და ოპტიკური მოწყობილობების მწარმოებელი ლიდერი ამერიკული კომპანია, დაარსდა 1960 წელს პატარა ავტოფარეხში. 1960 წელს - კომპნიის დამარსებელს - ტომ ჯონსონს - სურდა შეექმნა ტელესკოპი თავისი შვილისთვის და შექმნა მსოფლიოში ყველაზე Schmidt-Cassegrain (SC) ტელესკოპების სერია - რომელიც დღემდე წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ და ხარისხიან სარკულ მოწყობილობებს მსოფლიოში.
სელესტრონის უპირატესობები
CELESTRON-ი აწყობს ოპტიკურ მოწყობილობებს 1960 წლიდან, დაწყებული მცირე ზომის სამოყვარულო და დამთავრებული პროფესიონალური მოწყობილობებით. ამას მომხმარებლებისათვის აქვს ბევრი უპირატესობა.
თუმცაღა CELESTRON-ის ქარხნები ჩინეთში მდებარეობს, ტექნოლოგიური დახვეწა ხდება კალიფორნიაში. მათი წარმოება ჩინეთში ხარისხის მკაცრი კონტროლის ქვეშ ხდება.
CELESTRON-ის კომპიუტერიზირებულ ტელესკოპებს გააჩნიათ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არის უნიკალური და წარმოებული და განვითარებული CELESTRON-ის მიერ.
CELESTRON-ის ტელესკოპებს გააჩნიათ უნიკალური პროგრამული უზრინველყოფა, SkyAlign დამიზნების საშუალებით დააკალიბრეთ და იგი მზად არის სამუშაოდ. მიეცით მას ბრძანება მოძებნოს თქვენთვის ვარსკვლავი და იგი თავისი 100 000-ობით ვარსკვლავთა ნუსხიდან თქვენთვის სასურველს მოგიძებნით.
AllStar პოლარული დამიზნება, უკაბელო კავშირი სამართავი პულტი საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ მოწყობილობა.
გიყვართ ასტროფოტოგრაფია? გიტაცებთ ეს ჰობი? მაშინ CELESTRON-ი თქვენთვისაა. იგი ყველაზე პოპულარული ტელესკოიპების მწარმოებელია ასტროფოტოგრაფებისათის!
CELESTRON-ის მაღალი ხარისხის ოპტიკა იძლევა უზადო გამოსახულების მიღების საშუალებას, შტატივი და აგებულება არის გამძლე და ხარისხიანი.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი და დაგვალაიქეთ!
მოწმენდილ ცას გისურვებთ!