LensPen - Optics Cleaning Tool #93575

60₾

საწყობში

აღწერა: / სპეციფიკაციები:
რამდენჯერ გაგიფუჭებიათ დაკვირვება ოკულარსა თუ ტელესკოპზე მტვერის, ცხიმიანი თითს ანაბეჭდებით  ან ბუსუსის გამო? ერთი შეხედვით თმის ღერი, რომელიც ლინზაზე აღმოჩნდება, ფოტოზე ან ასტროფოტოზე შეიძლება დიდი დაბინძურება გამოიწვიოს და საათობით წმენდა დასჭირდეს პროგრამაში. და თუ ლინზაზე თითის ცხიმიანი ანაბეჭდი ან ლაქა მოხვდა — ის იდეალური გამოსახულება შესაძლოა უბრალოდ წასაშლელი გახდეს.

-Celestron-ის LensPen-ს — ორმაგი ფუნქციის ოპტიკური წმენდის ხელსაწყო, რომელიც მცირე ზომის და მსუბუქია, მუდამ თან გქონდეთ ტელესკოპის აქსესუარების ყუთში ან კამერის ჩანთაში და საჭიროების შემთხვევაში მაშინვე გამოიყენოთ.

-LensPen აერთიანებს ორ სხვადასხვა წმენდის ხელსაწყოს:
ერთ ბოლოში განთავსებულია რბილი ჯაგრისი მტვრისა და მცირე ნაწილაკების მოსაშორებლად ნებისმიერი ტიპის ოპტიკური ზედაპირიდან.

-მეორე ბოლოს:
აქვს სპეციალური წმენდის ბალიში, რომელიც აშორებს ისეთ ლაქებს და ცხიმიან ანაბეჭდებს, რასაც ჯაგრისი ვერ გაუმკლავდება.

-ეს წმენდის ხელსაწყო არ საჭიროებს სითხეს, შესაბამისად არასდროს შრება, რაც მისი მთავარი უპირატესობაა. ბალიშის ნაწილი დაფარულია დამცავი თავსახურით, ხოლო ჯაგრისი თავსდება ლენსპენის შიგნით, რაც მას უსაფრთხოდ ინახავს.

-როგორ გამოვიყენოთ სწორად:
ოპტიკის გაწმენდისას ყოველთვის უმჯობესია ჯაგრისის გამოყენება პირველ რიგში, თუნდაც ზედაპირი სუფთა ჩანდეს. ფრთხილად გაუსვით ჯაგრისი მთელ ზედაპირზე. წმენდის შემდეგ დაათვალიერეთ ლინზა — თუ შეამჩნიეთ ლაქა ან ანაბეჭდი, გამოიყენეთ წმენდის ბალიში მსუბუქი შეხებით, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

-Celestron-ის LensPen შესანიშნავად გამოდგება ყველა ტიპის ოპტიკისთვის, მათ შორის ოკულარებისთვის, ტელესკოპებისთვის, სკოუპებისთვის, ბინოკლებისთვის, მიკროსკოპებისთვის, კამერებისთვის, ობიექტივებისთვის და სხვა მრავალი მოწყობილობისთვის.