Star Adventurer 2i WiFi Pro Pack #50211 star adventurer tripod #50209

1890₾

საწყობში

აღწერა:
-ახალი და შეუდარებელი  Sky-Watcher Star Adventurer 2i WiFi Pro Pack ახლა უკვე  დამატებით Wi-Fi ფუნქციონალით არის აღჭურვილი, რაც კიდევ უფრო აფართოებს პოპულარული Star Adventurer-ის შესაძლებლობებს, ამასთან ერთად კი ინარჩუნებს მის ყველა მნიშვნელოვან ორიგინალურ ფუნქციას. Wi-Fi ფუნქციები მართვადია უფასო Star Adventurer Mini Console აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე iOS პლატფორმებზე.

-გთავაზობთ სხვადასხვა კომბინაციას, რაც სრულად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს ასტოფოტოგრაფიასა და ტაიმ-ლეფს ფოტოგრაფიაში. ეს არის მაღალი სიზუსტის, პორტატული და სტაბილური ტრეკინგის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ვარსკვლავურ, მზის და მთვარის მოძრაობის ავტომატურ თვალთვალს და DSLR კამერის ჩამკეტის ავტომატურ მართვას. გარდა ამისა, მოწყობილობაში გაწერილია წინასწარ დაპროგრამებული პარამეტრები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი DSLR კამერით საინტერესო ტაიმ-ლაფს ვიდეოების შექმნაში.

სპეციფიკაციები:
Sky-Watcher Star Adventurer 2i WiFi Pro Pack-ის მახასიათებლები:
ჩაშენებული Wi-Fi და უფასო აპლიკაცია Android და iOS პლატფორმებისთვის;
ვარსკვლავური პეიზაჟების (Star-scape) ფოტოგრაფიის მხარდაჭერა;
ასტროთაიმ-ლაფსის რეჟიმი;
სტანდარტული მოკლე და გრძელი ექსპოზიციის ტაიმ-ლაფს ფოტოგრაფიის მხარდაჭერა;
თვალთვალის სიჩქარეების არჩევა: ვარსკვლავური (Sidereal), მზის (Solar) და მთვარის (Lunar);
ჩაშენებული პოლარული დამიზნება;
DSLR კამერის ინტერფეისი ავტომატური ელექტრონული ჩამკეტის მართვისთვის;
ჩაშენებული ავტოგაიდინგის ინტერფეისი ერთღერძიანი (single-axis) ავტოგაიდინგისთვის;
დაბალი ენერგომოხმარება;
თავსებადია როგორც 3/8", ასევე 1/4" სტანდარტულ კამერის სამყურებთან(სადგართან);
ტექნიკური მახასიათებლები:
სამაგრის ტიპი: ულტრა კომპაქტური ეკვატორული  პლატფორმა;
ძრავი: DC სერვო;
კვების წყარო: 4 x AA ელემენტი (DC 3.6V~6.5V) ან გარე კვება (DC 5V);
გარე კვების მხარდაჭერა: Mini USB;
ტვირთამწეობა: 5 კგ (11 ფუნტი);