Zoom Eyepiece 1 1/4 8mm to 24mm #93230

350₾

საწყობში

აღწერა:
-მრავალფუნქციური Celestron 8mm - 24mm Zoom ოკულარი საშუალებას გაძლევთ წამებში აირჩიოთ სხვადასხვა გადიდება! უბრალოდ  კორპუსი ნელა დაატრიალეთ, როცა ოკულარში იყურებით — შემდეგ კი აირჩიეთ ის გადიდება, რომელიც ყველაზე კარგად ერგება დაკვირვებად ობიექტს. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე დაბალი გადიდება (24 მმ) ობიექტის საპოვნელად და ხედვის ველში მოსაქცევად, შემდეგ კი გაზარდოთ გადიდება, სანამ სასურველ ხედვას არ მიიღებთ. ეს სწრაფი და მარტივი პროცესია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ ობიექტს სხვადასხვა გადიდებით, ოკულარის ფიზიკური შეცვლის გარეშე.

-Celestron 8-24 მმ ზუმ ოკულარი აღჭურვილია მაღალი ხარისხის ოპტიკით, რომელიც სრულად არის მრავალფენიანი და ანარაკლისგან დაცული, რაც უზრუნველყოფს მკაფიო და სუფთა გამოსახულებას. დაკეცვადი რეზინის თვალსაფარი გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენოთ იგი როგორც სათვალით, ისე მის გარეშე. ხილვის არეალი (40 - 60°) შესანიშნავად მუშაობს როგორც დედამიწაზე მდებარე ობიექტების დაკვირვებისთვის, ასევე მთვარის, პლანეტების და ღრმა კოსმოსური ობიექტების დასათვალიერებლად.

სპეციფიკაციები:
ფოკუსური მანძილი: 8მმ – 24მმ (0.31" – 0.94")
ხილვის  არეალი: 40° – 60°
თვალის დაშორება (Eye Relief): 15მმ – 18მმ (0.59" – 0.70")


გაფრთხილება მზის უსაფრთხოდ ყურებისთვის:
☀ არასოდეს იყუროთ მზისკენ შეუიარაღებელი თვალით ოპტიკური მოწყობილობით (თუ არ გაქვთ სათანადო მზის ფილტრით დაცვა ). ამან შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი და შეუქცევადი მხედველობის დაზიანება.
☀ არასოდეს გამოიყენოთ თქვენი ოპტიკური მოწყობილობა მზის გამოსახულების პროექციისთვის რომელიმე ზედაპირზე. შიდა გადახურებამ  შეიძლება დააზიანოს როგორც ოპტიკა, ასევე მასზე მიმაგრებული აქსესუარები.
☀ არასოდეს დატოვოთ თქვენი ოპტიკური მოწყობილობა უყურადღებოდ.
აუცილებელია, რომ ზრდასრული ადამიანი  რომელმაც იცის მისი გამოყენების სწორი მეთოდები, იყოს მის გვერდით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვები იმყოფებიან ახლოს.